Tuesday, July 23, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:ევროპული ღირებულებები და ქართული მწერლობა.

2.პროექტის მთვარი იდეა (თემა):ევროპა სულხან-საბას შემოქმედებაში.(რამ განაპირობა
სულხან -საბას დაინტერესება მაინცდამაინც ევროპით).

3.პროექტის აქტუალობა:ქართველი მწერლების თვალით დანახული ევროპული ღირებულებები სულხან -საბადან ნუგზარ შატაიძემდე.

4.პროექტის მიზნები:ვრცლად გაეცნობიან სულხან-საბას ბიოგრაფიას საქართველოს ისტორიასთან კავშირში,ასევე გააცნობიერებენ ,რატომ აიღო კურსი ჩვენმა ქვეყანამ ევროპისაკენ და არა სხვა რომელიმე სახელმწიფოსაკენ,გაავლებენ პარალელს ქართულ კულტურასა და ევროპულ ღირებულებებს შორის.ამ საკითხის კვლევისას მოსწავლეებს განუვითარდებათ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებისა და განსჯის უნარი,ერთმანეთისადმი კოლეგიალური დამოკიდებულება,ჯგუფური მუშაობის უნარი.

5.მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი.

6.ხანგრძლივობა: 1 თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას XVI საუკუნის საქართველოს ისტორიაში,გააკეთებენ დასკვნას,თუ რით იყო განპირობებული საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ,გაავლებენ პარალელს ქართულ კულტურასა და ევროპულ ღირებულებებს შორის.პროექტის შედეგად შეიქმნება პრეზენტაცია,ვიდეომასალა,გაკეთდება სურათების სტენდი,ბუკლეტები.

8.ძირითადი რესურსები:სულხან-საბას ბიოგრაფია,X კლასის ლიტერატურის სახელმძღვანელო, XVI საუკუნის საქართველოს ისტორია,"მოგზაურობა ევროპაში",ნუგზარ შატაიძის "კაპიკი გაკაპიკებულა",ასევე ინტერნეტიდან ამოღებული ქართულ-ევროპული ურთიერთობის ამსახველი ვიდეომასალა.


9.პროექტის მსვლელობა:საპროექტო თემის განხილვა მოსწავლეებთან ერთად.შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ ოთხ ჯგუფად და გავუნაწილებ დავალებებს .პერიოდულად ჯგუფები იკრიბებიან და წარმოადგენენ გარკვეული ეტაპისათვის შესრულებულ სამუშაოს .პროექტის ბოლოს თითოეული ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას,წარმოადგენს ჯგუფის მუშაობის ამსახველ ვიდეომასალასა და სურათების სტენდს,პროექტი

10.საგნებთან კავშირი: XVI საუკუნის საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურასთან კავშირი,კავშირი თანამედროვე ლიტერატურასთან და ხელოვნებასთან,კავშირი ინტერნეტთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ნელი ბედოიძე.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nelibedoidze@gmail.com.
13.პროექტის ვებ-გვერდი:nelibedoidze.blogspot.com.